ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს პარლამანტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 2026 წლის 27-28 მაისს გამართავენ კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას - „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“ .
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
კონსტანტინე გამსახურდია და ქართული სულიერი ტრადიცია;
მითი, ისტორია და ფილოსოფია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში;
კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ინტერმედიალური ასპექტები;
კულტურათა დიალოგი;
კონსტანტინე გამსახურდიას ენა და სტილი;
ემიგრაცია და ქართული ლიტერატურა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 აპრილამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: humscience@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება:
კონსტანტინე გამსახურდიას ბიბლიოგრაფიის პრეზენტაცია;
კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი გამოფენა.
საკონტაქტო პირი:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-
ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· საკვანძო სიტყვები;
· თეზისების ძირითადი ტექსტი.